06 ნოემბერი 2026,   12:59
ვრცლად
რაც საფრანგეთში და გერმანიაში არის მკვლელობის მცდელობა, ჩვენთან ვერანაირად ვერ იქნება აზრის გამოხატვის თავისუფლება - აკაკი ალადაშვილი

ევროკომისიის მიერ ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით თბილისი ბრიუსელისგან პასუხებს ელოდება. მმართველ გუნდში აინტერესებთ, ვის გათავისუფლებას ითხოვს ევროკომისია საკუთარ ანგარიშში.

ევროკავშირის ელჩმა მედიის კითხვების მიუხედავად, არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ბრიუსელი "თვითნებურად დაკავებულებში" რომელთა გათავისუფლებასაც ევროკომისიის ახალი ანგარიშით ითხოვენ.  

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკაკი ალადაშვილი ამბობს, რომ ის, რაც საფრანგეთში და გერმანიაში მკვლელობის მცდელობად არის შეფასებული, საქართველოში ვერანაირად ვერ იქნება აზრის გამოხატვის თავისუფლება. 

"ვის განთავისუფლებას ითხოვენ? პირის, რომელმაც "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა და რომელსაც საფრანგეთში მკვლელობის მცდელობად აფასებენ? შესაბამისად, რაც საფრანგეთში და გერმანიაში არის მკვლელობის მცდელობა, ჩვენთან ვერანაირად ვერ იქნება აზრის გამოხატვის თავისუფლება. მათი მიზანი არის ის, რომ შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება, რომელიც ატარებს ეროვნულ ინტერესებს და დააბრუნონ ხელისუფლებაში 2012 წლამდე არსებული რეჟიმი, რომელიც ასრულებდა მათ დავალებებს შეკითხვის დასმის გარეშე. შესაბამისად, ასეთი, ყველანაირი ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება ერთადერთი მიზნით, რომ რაღაცნაირად შეცვალონ საქართველოში ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება", - აცხადებს აკაკი ალადაშვილი.

დღის ამბები