06 ნოემბერი 2026,   13:33
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურის უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილე
დავით არდაზიშვილი ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრებზე განიხილეს რეგიონებში საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, გამოვლენილი სამართალდარღვევები და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები.

მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის პროცესში მათი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობას.

სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კობა კოპალიანი და მისი მოადგილე დავით სადაღაშვილი.

დღის ამბები