28 ოქტომბერი 2026,   15:57
ვრცლად
ევროკომისიის სკანდალური დაფინანსება და მორიგი სკანდალი - საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა

ევროკომისია მორიგ სკანდალში ეხვევა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას. საგამოძიებო მასალებს ამ თემაზე პოლონური Visegrad 24, ესპანური La Gazzetta და ბელგიური Brussels Signal ავრცელებს.

საუბარია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვან ორგანიზაციებსა და პროფკავშირზე, მათ შორის, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგაზე, საერთაშორისო ფედერაციასა და იტალიურ გაერთიანებებზე.

გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი აქვთ მიღებული, რაც აქციებზე არეულობას მოხმარდა.

"ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისია, ჯორჯ სოროსის მსგავსად, ფინანსურად უზრუნველყოფს იმ ორგანიზაციების ნაწილსაც, რომლებმაც ევროპაში სოციალური მობილიზაცია წაახალისეს. მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, იდენტიფიცირებულია 5 სუბიექტი, რომლებსაც ევროპული დახმარება აქვთ მიღებული ან ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული ორგანიზაციები აწყობდნენ დემონსტრაციებს, მხარს უჭერდნენ საპროტესტო მოთხოვნებს ან აკრიტიკებდნენ პოლიციის ქმედებებს", - წერს ესპანური გამოცემა.

ამასთან, ბელგიური გამოცემის ცნობით, საფრანგეთში ოქტომბრის არეულობებში ჩართული 7 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული სოროსის ფონდებთან.

"გამოძიების თანახმად, საფრანგეთში ოქტომბრის არეულობებში ჩართული 7 ორგანიზაცია ჯორჯ სოროსის ფონდებთან არის დაკავშირებული და მათგან დაფინანსებას იღებს. ფონდების მიერ გამოყოფილი თანხები პოლიციის მოქმედებების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას ხმარდებოდა", - წერს ბელგიური გამოცემა.

 

დღის ამბები