სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. წინასწარი შედეგების მიხედვით, "სტუდენტური სია" 50%-ზე მეტით ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ კი ხმების დაახლოებით 40%-ი მიიღო.
დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა.
"ამ რევოლუციას მხარს უჭერდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და ამერიკის "დიფ სთეითი", რომელიც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგაა განწყობილი. ჩემი, როგორც პრეზიდენტის, მოვალეობა იყო, ამ საღამოს პასუხისმგებლიანად მოვქცეულიყავი. არ მინდა, ქვეყანაში არეულობა და ქუჩებში სისხლის ღვრა დაიწყოს. ჩვენ ეს არასდროს გვინდოდა", - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა.
წინასწარი მონაცემებით, პარტია "სტუდენტური სია" პარლამენტში 135-დან 140-მდე მანდატს მიიღებს.
ცნობისთვის, "სტუდენტური სია" ევროკავშირთან თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.