26 ოქტომბერი 2026,   22:41
ვრცლად
თბილისი საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს - "თაობას" მასპინძლობს

თბილისი საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს სახელწოდებით "თაობა" მასპინძლობს.

6 დღის განმავლობაში დაგეგმილია საკონკურსო ფილმების ჩვენება. ფესტივალის განსაკუთრებული ფორმატის მიხედვით, ჟიურის წევრები თავად ახალგაზრდები არიან. ისინი აფასებენ ნამუშევრებს, მსჯელობენ ნანახზე და გამარჯვებულებს ავლენენ.

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. "თაობა" წელს უკვე მეცხრედ ტარდება.

 

დღის ამბები