01 ოქტომბერი 2026,   03:38
ვრცლად
აშშ-მა ირანისთვის იარაღის სავარაუდო შესყიდვის გამო 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 10 ფიზიკურ და იურიდიულ პირს - მათ შორის ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში ბაზირებულ სუბიექტებს, ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარების ბრალდებით.

ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, უწყება არ შეიწყნარებს რეჟიმის არანაირ მხარდაჭერას და გააგრძელებს ირანის დამხმარე ქსელების გამოვლენასა და იზოლაციას. სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, სანქციების მიზანია თეირანის შეიარაღების პროგრამების აღდგენის შესაძლებლობის შეზღუდვა და შესყიდვებში ჩართული მხარეებისთვის ხარჯების გაზრდა.

 

დღის ამბები