23 სექტემბერი 2026,   23:00
ვრცლად
GWP-ი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.

"საგზაო პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ტექნიკური ჯგუფები მასშტაბურ სამუშაოებს 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე, თბილისში, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რეიონების ქუჩების ნაწილს , ასევე ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. მისამართების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები