24 სექტემბერი 2026,   19:01
ვრცლად
ევროკავშირმა რუს მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა რუს მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა.

ე.წ შავი სიიდან ასევე ამოღებულია ყირიმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და ერთ-ერთი კომპანია. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება კომპრომისული გარიგების ნაწილია. კონკრეტული პირებისთვის შეზღუდვების მოხსნას საფრანგეთი, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი ითხოვდნენ.

ბრიუსელის ნაბიჯს აკრიტიკებს კიევი. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ შეზღუდვები ეროვნულ დონეზე აამოქმედონ.

დღის ამბები