21 სექტემბერი 2026,   19:21
ვრცლად
ეს არის "ნამახვანჰესი 2" - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილი Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე

"თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ", - ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კონსერვატორული ძალების მიერ Eagle Hills-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია.

როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, კონკრეტულ ძალებს დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები აშინებთ, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს საწინდარია.

"დიდი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ძალიან აშინებთ კონკრეტულ ძალებს. იმიტომ, რომ, როგორც "ნამახვანჰესი", ასევე Eagle Hills-ი საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ძლიერი ეკონომიკა არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.

სრულიად თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ. ხომ წარმოუდგენელი რაღაც არის - საქართველოში, 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ რიცხვიდან 0,3% - შვიდი ქვეყანა არაბული სახელმწიფოდან წამოსული ადამიანები არიან. 0,3% გამოდის მთლიანი მოსახლეობის. ან რა ლოგიკაზეა საერთოდ საუბარი? ეს არის "ნამახვანჰესი 2" - ეს არის შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ეს რომ არ გაუვათ, იმ ადამიანების რაოდენობითაც ჩანდა, რომელიც გუშინ იყო. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, დიდი ხანია, ამაში ყველა დარწმუნდა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები