იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას კორძისთან თანამშრომლობით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - ამ კითხვით "კურიერმა" დიპლომატიურ უწყებას მიმართა.
რადიკალიზმის წახალისება და "ქართული ოცნების" ამომრჩევლის შეურაცხყოფა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკავშირის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებას.
საუბარია გორში 26 სექტემბერს დაგეგმილ კორძის კონცერტზე.
მმართველი გუნდის განცხადებით ევროკავშირი და დანიის კულტურის ინსტიტუტი თანამშრომლობს და სცენას უთმობს მუსიკოსს, რომელიც "ოლე ოლას" ავტორია და მილიონზე მეტ ქართველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.