18 სექტემბერი 2026,   02:16
ვრცლად
ნელ-ნელა რაღაც გულწრფელობის სენი შეეყარა რადიკალურ ოპოზიციას, ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში არის - დავით მათიკაშვილი​

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციის მიმართ მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის უცხოური აგენტურის ბრძოლა.

"ნელ-ნელა რაღაც გულწრფელობის სენი შეეყარა რადიკალურ ოპოზიციას, აგენტურას. ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში არის. არავის არ აქვს თავი შეკრიბოს სოლიდური რაოდენობა ადამიანების და რაღაც აქცია მოაწყონ. პირველ რიგში, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა," რატომ? იმიტომ, რომ არ გააჩნია მხარდაჭერა საზოგადოების და მათ მიმართ ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის პრაქტიკულად გამქრალი, ამაზე საუბრობდა სავარაუდოდ ხაბეიშვილი.

ეს არ მოსწონთ, ცხადია, როგორც პარტიის წევრებს, ასევე გარე ძალებს, ცდილობენ ამ საკმაოდ მძიმე ვითარებიდან გამოძვრნენ, ერთმანეთს აბრალებენ ათას რამეს. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო პოლიტიკურ კორუფციაზე.

ფაქტი არის ერთი, მათი რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი დესტრუქციული, ანტიქართული, აგენტურული საქმიანობით საბოლოოდ პოლიტიკურ ჭაობში მოიხვედრა თავი და ერთადერთი, რაც ახლა ხდება, არის მათი ბოლომდე დაძირვა ამ სივრცეში", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და, მისივე თქმით, "პოლიტიკურ ველზე ტივტივი".

დღის ამბები