18 სექტემბერი 2026,   01:28
ვრცლად
აქამდე ნაკლებად უგინებიათ ერთმანეთი და მერე შერიგებულან?! როგორც ჩანს, ეს მათი პოლიტიკური ეთიკის შემადგენელი ნაწილია - გიორგი შარაშიძე ლევან ხაბეიშვილზე

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციის მიმართ მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა.

გიორგი შარაშიძის შეფასებით, ეს არ უკვირს, რადგან მსგავსი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ეთიკის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ხაბეიშვილი მიეკუთვნება.

"აქამდე ნაკლებად უგინებიათ ერთმანეთი და მერე შერიგებულან?! როგორც ჩანს, ეს მათი პოლიტიკური ეთიკის და ადამიანური ეთიკის შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც, მათი პოლიტიკური წარსულისა და სრულიად მიუღებელი პოლიტიკის გამო, ეს პარტია არის ჩვენთვის წითელი ხაზი", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და, მისივე თქმით, "პოლიტიკურ ველზე ტივტივი."

 

დღის ამბები