16 სექტემბერი 2026,   02:30
ვრცლად
მაია ბითაძე: კარგად ვიაზრებ, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება - ძალიან მალე შევძლებთ, ზუსტად, სტრუქტურირებულად დავიწყოთ იმ ძირითადი ამოცანების შესრულება, რაც უკვე დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მიმართულებით მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას წარმატებები უსურვა.

მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა მაია ბითაძემ და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

"ძალიან კარგად ვიაზრებ, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება და დიდი იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ იმ იმედების გამართლებას, რაზეც პრემიერი საუბრობდა. როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურში და არა მხოლოდ, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განვლილი კარიერა კულტურის სფეროსთან დაკავშირებული არ იყო, იმედი მაქვს, ძალიან მალე შევძლებთ, ზუსტად, სტრუქტურირებულად დავიწყოთ იმ ძირითადი ამოცანების შესრულება, რაც უკვე დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას", - აღნიშნა მაია ბითაძემ.

შეხვედრას კულტურის სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დღის ამბები