16 სექტემბერი 2026,   00:38
ვრცლად
სრულად იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას და მტრობენ ქვეყანას - ირაკლი ჭეიშვილი გახარიას პარტიაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, "გახარია საქართველოსთვის" დაემატება. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს მიმდინარე კვირას წარუდგენს. საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. სარჩელის პირობებში არ იქნება მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.

მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ პარტიას აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი, ვერ გამოდის საბოტაჟის რეჟიმიდან და არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას.

"დავობდნენ პარლამენტში შემოსვლას, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მიგვეცა შანსი, რათა ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. თავიდან ბოლომდე ხედავთ მათ რიტორიკას, თავიდან ბოლომდე იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას, მტრობენ ქვეყანას.

რა თქმა უნდა, ჩვენ შანსი მივეცით, რომ კონსტიტუციური წყობილება ეღიარებინათ და პატივი ეცათ იმ ინსტიტუტებზე, რომლის საშუალებითაც ისინი მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს თვალს ვადევნებდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

 

დღის ამბები