ბარსელონაში, კატალონიის ეროვნული დღის წინ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ანტისაიმიგრაციო პარტიის მხარდამჭერები და მემარცხენე-ანტიფაშისტური მოძრაობების პროფკავშირების წევრები.
პოლიციამ კონფლიქტის პრევენციისთვის მოედანზე კორდონი მოაწყო და მხარეები ერთმანეთს 30-მეტრიანი დისტანციით დააშორა. სპეცრაზმმა აქტივისტების წინააღმდეგ ძალა და ხელკეტები გამოიყენა.
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი, 7 დემონსტრანტის მიმართ კი დაწყებულია გამოძიება. შეტაკებების დროს დაშავდა 13 სამართალდამცველი.