11 სექტემბერი 2026,   15:12
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სუვერენული არჩევანის პატივისცემა ევროპული ღირებულებაა, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი თელავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უცხოურ ჩარევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სუვერენული არჩევანის პატივისცევა ევროპული ღირებულებაა, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი თელავს.
მისი თქმით, 2024 წლის საქართველოს არჩევნები და სხვა ქვეყნებში განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ევროკავშირი როგორც კანდიდატი, ისე წევრი ქვეყნების არჩევნებში უხეშად ერევა.

"ეს თავისთავად აჩვენებს ერთ რამეს, რომ ის, რაზეც საუბრობენ ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით და თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება, ეს მათ შორის არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემა.
ამას პირდაპირ თელავს დღევანდელი ბრიუსელი იმით, რომ ერევა არჩევნებში და 2024 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია, სადაც უხეშად, თვითონ რომ უყვართ ხოლმე თქმა რუსული მეთოდებიო, აი, ზუსტად ასეთი მეთოდებით, ჩაერიენ საქართველოს არჩევნებში და ვხედავთ მას შემდეგ სხვა არჩევნებშიც ჩარევასაც, არა მხოლოდ კანდიდატი, ასევე წევრი ქვეყნების არჩევნებშიც,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები