ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 642 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ექვსივე კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით, დაჯარიმდა და ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი.