11 სექტემბერი 2026,   05:02
ვრცლად
"ძალიან ცხელი სასმელების მიღება კიბოს განვითარების რისკს სამჯერ ზრდის" - ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელშიც თითქმის მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, დაადგინა, რომ ძალიან ცხელი ჩაისა და ყავის დალევა საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს სამჯერ ზრდის.

კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ International Journal of Cancer-ში გამოქვეყნდა, ცხელი სასმელების მოყვარულებს თბილი სასმელების მოყვარულებთან შედარებით საყლაპავის კიბოს (კერძოდ, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის) განვითარების ორჯერ მაღალი რისკი აქვთ, ხოლო მათთან, ვინც სასმელს "ძალიან ცხელ" მდგომარეობაში სვამს, ეს საფრთხე სამჯერ მეტად იზრდება.

როგორც ოქსფორდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსი მკვლევარი კერენ პაპიე აღნიშნავს, რისკს ზრდის მოხმარებული სასმელის რაოდენობაც - დღეში 6 ჭიქაზე მეტი ცხელი სასმელის მიღება დაავადების რისკს 71%-ით ზრდის.

მეცნიერთა განმარტებით, მაღალი ტემპერატურის სითხეები ვნებს საყლაპავის ლორწოვან გარსს და იწვევს ანთებას, რაც სიმსივნური პროცესების დაწყების ერთ-ერთი მიზეზია.

მიუხედავად იმისა, რომ საყლაპავის კიბოს საერთო რისკი მოსახლეობაში შედარებით დაბალია, ექსპერტები მოსახლეობას მარტივ რეკომენდაციას აძლევენ: დაელოდონ გაგრილებას (65 გრადუსზე დაბალ ტემპერატურამდე), დაამატონ ცივი წყალი ან რძე და ისე მიიღონ სითხე. ამასთან, მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის კიბოს განვითარების ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორად კვლავ თამბაქოს მოხმარება რჩება.

დღის ამბები