საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საელჩოს ცნობით, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი ოსტრიანმა ხაზი გაუსვა იმ პროფესიონალიზმსა და თავგანწირვას, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა, პოლიციელებმა, სამხედროებმა, სამედიცინო პერსონალმა და რიგითმა მოქალაქეებმა გამოავლინეს.
"დღეს აშშ-ის საელჩოში წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას. ასევე, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი ოსტრიანმა გაიხსენა მეხანძრე-მაშველების, პოლიციელების, სამხედროების, სამედიცინო პერსონალისა და რიგითი მოქალაქეების მიერ გამოჩენილი არნახული პროფესიონალიზმი და თავგანწირვა.
25 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ გვახსოვს 11 სექტემბერი, ხოლო იმ დღეს გამოვლენილი სიმამაცე და ერთიანობა ამერიკელი სულის სიმტკიცის სიმბოლოდ რჩება," - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.