12 სექტემბერი 2026,   01:28
ვრცლად
მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ურთიერთობას წყვეტს აშშ-სთან, აბა სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა - არჩილ გორდულაძე

"ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა იმდენად არაკვალიფიციურია, რომ მათ განცხადებებს სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე მარტა კოსის განცხადებას რომელმაც თქვა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ტრამპის მოძრაობასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ.

კოსი ირწმუნება, რომ ტრამპის ორგანიზაცია ცდილობს ევროპელები დაარწმუნოს, თითქოს ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ევროპაში ნამდვილი დემოკრატია არ არსებობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით კი, ეს განცხადება იმისათვისაა, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რომ არავითარი სუვერენიტეტის პატივისცემა არ ხდება ამ ქალბატონისგან, იმ არ არჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლისგან, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს ევროპას.

"ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ურთიერთობას წყვეტს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აბა სხვანაირად რა ლოგიკა არის, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას? ეს, რა თქმა უნდა, განცხადებაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რომ არავითარი სუვერენიტეტის პატივისცემა არ ხდება ამ ქალბატონისგან, იმ არ არჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლისგან, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს ევროპას, ზოგადად, ევროკავშირს. კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, თუ გაწევრიანდებიან, მაგალითად, კანდიდატი წევრები ევროკავშირში, მათ ხმის ამოღების უფლება, ხმის მიცემის უფლებაც არ ექნებათ. ახლა კი სანამ ევროკავშირის წევრი გახდებიან, მანამდეც უყენებენ წინაპირობებს, რომ საერთოდ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა თურმე არ უნდა აწარმოონ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციისა, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები