11 სექტემბერი 2026,   18:55
ვრცლად
ზოგადი ჰიგიენა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და აღჭურვილობა - სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

ზოგადი ჰიგიენა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და აღჭურვილობა, სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს. სკოლამდელ დაწესებულებებში უწყება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე შევიდა. ბაღებში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღებში კვების ბლოკის გამართული მუშაობა და ჰიგიენური ნორმების დაცვა ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. სააღმზრდელო დაწესებულებებში ყოველთვის მოწმდება სასმელი წყალი და ისიც, თუ რამდენად დაცულია ადგილზე ტემპერატურული რეჟიმი.

ბაღების შემოწმების პროცესი სააღმზრდელო დაწესებულებებში სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვასა და ბავშვების უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. სააგენტო მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით 1600 -ზე მეტი საჯარო და 250-მდე კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა რეგიონის სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.

დღის ამბები