"ჩვენ განვიხილავთ იმ ინოვაციებს, რომლებიც ახლა ჩვენს ზემოთ, ჩვენს ორბიტებზე მიმდინარეობს, რადგან ამ საუკუნის დასაწყისიდან კოსმოსზე დაფუძნებულმა შესაძლებლობებმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გარდაქმნა. ისინი გვაკავშირებენ კონტინენტებს შორის, გვიჩვენებენ მიმართულებას სადაც არ უნდა მივდიოდეთ და გვეხმარებიან ბუნებისა და მისი ცვლილებების უკეთ გაგებაში," - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კოსმოსის საკითხებზე გამართულ პირველ საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარი ხედვები წარადგინა.
"კოსმოსი ახალ ეპოქაში შედის. ადამიანები მთვარეზე ბრუნდებიან. თანამგზავრები უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდება. ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია კოსმოსში შეგროვებული მონაცემებით, და, როგორც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიჩვენებს, ჩვენს ორბიტაზე მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი უსაფრთხოების ცენტრალური ნაწილი", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე