04 სექტემბერი 2026,   21:16
ვრცლად
ვერცერთმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით - პროკურორი თაზო დათუნაშვილის და ხატია დეკანოიძის გამოკითხვაზე

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დღეს საქალაქო სასამართლოში თაზო დათუნაშვილი და ხატია დეკანოიძე გამოკითხეს.

როგორც პროკურორმა მედიასთან საუბრისას განმარტა, გამოკითხვის დროს მათ აღნიშნეს, რომ ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან შეიტყვეს და ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მათ შორის, ოჯახის წევრების და მეუღლის გამოკითხვის შედეგად, ნამდვილად არის დადასტურებული ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი.
თუმცა, მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, რომ ეს ფაქტი არის დადასტურებული მიზეზ-შეწონილად მივიჩნიეთ, გარკვეული პირთა წრე, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, გამოკითხულიყვნენ.
გარკვეული პირთა წრე, მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ გუშინ გამოიკითხა, თუმცა პირები, რომლებმაც უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე, მოხდა მათი უკვე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა და აღნიშნული დროისთვის, დაიკითხა ორი პირი, ხატია დეკანოიძე და თამაზ დათუნაშვილი. თითოეულმა მათგანმა, როგორც სასამართლოს წინაშე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას განაცხადეს, ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ საერთოდ შეიტყვეს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. მას ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც ეპასუხა შეკითხვაზე, ასევე შეკითხვებს მიღმა რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობა. თუმცა კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმას, რომ ის იყო კატეგორიული, რომ არანაირი სახის ინფორმაციას არ ფლობს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ.

გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოკითხეს ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი, გიორგი გიგაური და თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც უმრავლესობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

დღის ამბები