საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიშელ ბუსკილასთან (Michele Bouskila) მისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
"მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და ხალხთაშორის კავშირებს, მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.