04 სექტემბერი 2026,   02:31
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ზესტაფონის ქუჩის N18-თან არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

პირველ ეტაპზე, ტერიტორია გასუფთავდა ქაოსური და უკანონო შემოღობვებისაგან, განხორციელდა ლითონის კონსტრუქციების და მოძველებული ბეტონის საძირკვლების დემონტაჟი.

პროექტის მიხედვით, 1 200 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები; მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე, გაკეთდება ახალი საფეხმავლო ბილიკები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

სკვერის კეთილმოწყობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 540 000 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, პარლამენტის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა შალვა მაისურაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.

დღის ამბები