31 ივლისი 2026,   01:24
ვრცლად
აბას არაღჩის განცხადებით, ეგვიპტის უსაფრთხოებას ისლამური რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ეგვიპტის უსაფრთხოებას ისლამური რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესია. 

"ეგვიპტე რეგიონში ჩვენი მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორია, ხოლო მისი უსაფრთხოება ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია," - დაწერა არაღჩიმ X-ზე

ცნობისთვის, ოთხშაბათს ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის პორტ დამიეტაში დრონის დარტყმამ ორი გაზმზიდი ხომალდი დააზიანა. ამ ინციდენტმა გააჩინა შიში, რომ ირანის ომი შესაძლოა ახალ ფრონტზე გავრცელდეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აუღია.

დღის ამბები