30 ივლისი 2026,   13:44
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილემ სახელმძღვანელოების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესის შეფასებას, არსებული გამოცდილების გაანალიზებასა და სახელმძღვანელოების განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, სახელმძღვანელოების მეთოდიკურ ასპექტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

"სამუშაო ფორმატში ჩვენ გვეძლევა საშუალება როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების საგნების ავტორები დასხდნენ ერთად, გაიაზრონ კარგად თუ რა არის ის მასალა, რომელიც ჩვენ დავდევთ პირველ სემესტრში და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაუმჯობესება.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ავტორს, იმ ადამიანებს, რომლებმაც კარგად გაიაზრეს, რომ სახელმძღვანელოებს ვქმნით ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

დღის ამბები