30 ივლისი 2026,   03:23
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს, 11:20 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაწალხევში.

ხოლო 16:30 საათიდან 19:30 საათამდე, აბონენტებს სოფლებში - ჭართალი, მუგუდა, მენესო, დოლასქედი, ჯუღისი, ბუჩაანთკარი, ცივწყარო, არახვეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დღის ამბები