შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქობულეთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, შუახნის მამაკაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, პოლიციამ კი ის ცხელ კვალზე დააკავა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.