ევროპაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდის დეპარტამენტში, ხანძრის გავრცელების არეალი პარიზის ფართობს უკვე ოთხჯერ აღემატება. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ათასობით მეხანძრე, მძიმე ტექნიკა და ავიაცია.
ესპანეთში, ამ დროისთვის, ათი აქტიური ხანძრის კერაა, დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა საბერძნეთშიც - კუნძულ კრეტაზე და პელოპონესის რეგიონში სამი მეხანძრე დაიღუპა.
ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი სიცხე, გვალვა და ძლიერი ქარი ტყის ხანძრების გავრცელების მთავარ მიზეზია.