ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. დაიბომბა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათობით ობიექტი, მათ შორის, სამეთაურო ცენტრები და რაკეტებისა და დრონების გასაშვები პუნქტები.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, იერიშის შედეგად კუნძულ კეშმზე მდებარე საცხოვრებელი უბანი დაზიანდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ვაშინგტონმა ირანზე დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც თეირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა სცადა.