რუსეთმა უკრაინის დასავლეთით მდებარე ლვოვის რეგიონზე იერიში მიიტანა. დრონებით შეტევა იყო ქალაქ ლვოვზეც, შემთხვევის შედეგად დაშავდა 32 ადამიანი. იერიშის შედეგად ქალაქში დაზიანებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას ეკლესია.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ვინიციის ოლქიც. იერიშის შედეგად, დაიღუპა 1 ადამიანი, 13 კი დაშავდა. შემთხვევის შედეგად ცეცხლი წაეკიდა საცხოვრებელ სახლს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.