18 ივნისი 2026,   20:35
ვრცლად
"პატრიარქობის თითქმის 50 წელი ქართული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში ეპოქად იქცა" - პატრიარქი კირილი ილია მეორეზე

რუსეთის პატრიარქი კირილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.

მთელი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართული მართლმადიდებლური და-ძმური ეკლესიისთვის დატრიალებულ მძიმე დანაკარგს.

ყოვლისშემძლე უფალმა ძველი იბერიის ეკლესიას აჩუქა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე დაუღალავად, მის კეთილდღეობაზე ზრუნვას მიუძღვნა. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილიას პატრიარქობის თითქმის ორმოცდაათი წელი, ქართული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში ეპოქად იქცა. თავისი გულმოდგინე მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, გარდაცვლილმა განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ქართული მართლმადიდებლური საზოგადოების სამოქალაქო სფეროშიც. როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ის ასევე გახდა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა." - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დღის ამბები