"ევროპარლამენტის წევრები, რომლებმაც ირანისთვის სანქციების დაწესებას მისცეს ხმა, მას რუკაზეც კი ვერ პოულობენ", - ამ სათაურით ვრცელდება სოციალურ ქსელში ფრანგული ტელეარხის "თი-ემ-სის" ჟურნალისტის გამოკითხვის ვიდეო, რომელიც ევროპარლამენტშია გადაღებული და ჩანს, რომ ჟურნალისტის კითხვას - მიუთითონ რუკაზე ირანის მდებარეობა, ვერ პასუხობენ საფრანგეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში ბენჟამინ ჰადადი და ცნობილი ევროპარლამენტარები: ემა რაფოვიცი, ფაბიენ კელერი, მარი ტუსენი და დავიდ კორმანდი.
ვიდეოს ავტორები და სოციალური ქსელის მომხმარებლები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსები იღებენ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და აწესებენ სანქციებს ისე, რომ რეგიონის ელემენტარულ გეოგრაფიასაც კი არ იცნობენ.