აშშ-მა ირანთან ომის შეწყვეტისთვის შუამდგომლობის ინიციატივები უარყო - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რამდენიმე სახელმწიფო ქვეყნებს შორის კომუნიკაციის არხების გახსნის ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, ომანმა, არაერთხელ სცადა დიალოგის ინიციირება, თუმცა სააგენტოსთან საუბარში თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტრამპი სამხედრო ოპერაციის გაგრძელებაზეა ფოკუსირებული, რომ თეირანის სამხედრო პოტენციალი დაასუსტოს.
"როიტერის" ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა უარყო ირანმაც, მანამ სანამ აშშ და ისრაელი საავიაციო დარტყმებს არ შეწყვეტენ.