09 აგვისტო 2026,   10:54
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

ბრალდებულები სასაზღვრო პოლიციის "ახალციხის" სამმართველოს სექტორ "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. მწვანე ზოლის გავლით, ქვეითად ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადასვლას.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები