სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, არაგეგმურად შეამოწმეს ინდმეწარმე გ.მ., რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო.
უწყების ცნობით, მეწარმე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას.
"კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.