06 აგვისტო 2026,   02:57
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: გვეუბნებოდნენ, ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთ რუსეთთანო, ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი

"როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე რუსეთთან, ჩვენი პარტნიორები - ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები რიგში დგანან, რომელი პირველი გააფორმებს სტრატეგიულ, თუ ეკონომიკურ პარტნიორობას და საქართველოს თურმე ამის უფლება არ აქვს", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ქვეყნები და მათი ლიდერები, რომლებიც საქართველოს სთხოვდნენ ეკონომიკური ურთიერთობები გაეწყვიტა რუსეთთან, გამოდიან ახლა ერთმანეთის მიყოლებით და ამბობენ, როგორი მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებთან მიმართებით რუსეთთან ურთიერთობა.

"როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე რუსეთთან, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დროს გვეუბნებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთ რუსეთთანო. ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი. გამოდიან ახლა ერთმანეთის მიყოლებით და ამბობენ, როგორი მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებთან მიმართებით რუსეთთან ურთიერთობა და როგორ ნანობენ ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთთან მიმართებით მიიღეს. ჩვენი პარტნიორები - ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები რიგში დგანან, რომელი პირველი გააფორმებს სტრატეგიულ, თუ ეკონომიკურ პარტნიორობას და საქართველოს თურმე ამის უფლება არ აქვს", - განაცხადა კირცხალიამ.

დღის ამბები