18 ივნისი 2026,   21:07
ვრცლად
ანტი-სამთავრობო აქციები ეკვადორის დედაქალაქში - პროტესტის მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური კურსია

ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ანტი-სამთავრობო აქციები მიმდინარეობს. პროტესტის მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური კურსია.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ შრომით რეფორმებს, უმუშევრობასა და ბიუჯეტის შემცირებას.

გუშინდელი დღიდან ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელთაც მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოსახლეობა აქციის გაგრძელებას იქამდე აპირებს, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოხდება და ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგია არ გადაიხედება.

დღის ამბები