ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ხარგის კუნძულზე, ყველა სამხედრო სამიზნე მთლიანად გაანადგურა - ამის შესახებ, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპი ასევე მოუწოდებს ირანს, დაყაროს იარაღი და "გადაარჩინოს ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა":
"ჩვენი იარაღი ყველაზე ძლიერი და დახვეწილია, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს, მაგრამ, წესიერების გამო, მე ავირჩიე არ გავანადგურებინო კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა. თუმცა, თუ ირანი ან სხვა ვინმე რაიმეს გააკეთებს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე დაუყოვნებლივ გადავხედავ ამ გადაწყვეტილებას,"
ჩემი პირველი ვადის განმავლობაში და ამჟამად, მე ჩვენი სამხედრო ძალები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე სასიკვდილო, ძლიერ და ეფექტურ ძალად აღვადგინე. ირანს არ აქვს შესაძლებლობა დაიცვას ის, რაზეც თავდასხმა გვინდა - მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ! ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და არც ექნება შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას ამერიკის შეერთებულ შტატებს, ახლო აღმოსავლეთს ან, სხვათა შორის, მთელ მსოფლიოს! ირანის სამხედროები და ამ ტერორისტულ რეჟიმთან დაკავშირებული ყველა სხვა პირი გონივრული იქნებოდა, თუ იარაღს დაყრიდნენ და გადაარჩენდნენ იმას, რაც მათი ქვეყნიდან დარჩა, რაც დიდი არ არის!"- აღნიშნა ტრამპმა.