საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობს გლობალური ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში.
Bybit-ი საქართველოში ოპერირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადასახადო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყველაფრის საწყისი არის სტაბილური მაკროეკონომიკური და მშვიდობიანი გარემო.
"კომპანია Bybit-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ჩვენ მივესალმებით საფინანსო სექტორში ცნობილი გლობალური კომპანიების შემოსვლას, ისეთების, როგორიც არის Bybit-ი. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ადასტურებს, რომ ყველაფრის თავიდათავი არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და, ზოგადად, მშვიდობიანი გარემო, მიუხედავად დიდი გლობალური გამოწვევებისა ჩვენს ირგვლივ," - აცხადებს ნათია თურნავა.