ისრაელმა, ირანის უზენაესი ლიდერის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმირებული ორი ისრაელური წყარო იტყობინება, რომ ჰამენეი შაბათს განხორციელებული დარტყმების დროს დაიღუპა, -წერს CNN-ი.
ერთი წყაროს ცნობით, ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის ცხედრის ფოტო მიიღო. მეორე წყაროს ცნობით, მზადდება ოფიციალური განცხადება.
საღამოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ხამენეი ცოცხალი აღარ არის.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი და უზენაესი ლიდერი „უსაფრთხოდ არიან“. თუმცა, ხამენეი დარტყმების დაწყებიდან არც საჯაროდ და არც ვიდეო მიმართვაში არ გამოჩენილა.