"ნაციონალურ მოძრაობაში" მესამე დღეა დაბნეულობაა - ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ერთიან პოზიციაზე ვერ ყალიბდებიან.
ნაწილი ისევ უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ნაწილი კი, რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას ევროპას აბრალებს.
"პოლიტიკურ ძალას, რომელმაც 2008 წლის ომში მოიგერია რუსული აგრესია და შემდგომ მოახერხა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ამას ჰქონოდა ადეკვატური შეფასება, რასაც რუსეთის მხრიდან ოკუპანტობა ჰქვია, ამ ძალას ნურავინ ნუ დაარქმევს, რომ 2022 წლიდან ამბობს, რომ ოკუპანტია რუსეთი.
რუს ტურისტებს როდესაც ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილი და, როდესაც მაშინ ქართული სახელმწიფო მასპინძლობდა რუს ტურისტებს, მაშინ ქართულ სახელმწიფოს ჰქონდა ბევრად უფრო მეტი თავმოყვარეობა, ვიდრე დღეს აქვს," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან სანიკიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელი წერილი და ანალიზი 2 დღის წინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას - რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა.