გარდაცვლილი გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ავალიანის მკვლელობის საქმის კიდევ ორი ფიგურანტის - ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის დაკავებას ეხმაურება.
მისი განცხადებით, ფიგურანტების დაკავება მისთვისაც მოულოდნელი და მძიმე იყო.
"მას შემდეგ, რაც საქმე გადავიდა გენერალური პროკურატურის მეთვალყურეობის ქვეშ, სწრაფად მოხდა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის იდენტიფიკაცია. იმის გამო, რომ არ იყო მტკიცებულებები სრულად, აბსოლუტურად
განადგურებული, ამიტომ დასჭირდა მათ აღდგენას დრო. როცა ბრალდებულის დაკავებას მოსამართლე განჩინებით ბრძანებს, ამას ტანტრუმი ვერ უშველის. ეს იყო ხელოვნურად დადგმული სპექტაკლი. ეს ადვოკატმა დაარღვია [არასრულწლოვანის უფლებები]. მე, მართალია, ვთანამშრომლობ პროკურატურასთან გამოძიების ნაწილში, მაგრამ არასდროს არ მითანხმდებიან, ვის, როგორ და როდის დაიჭერენ. ასე რომ, გუშინდელი კადრები ჩემთვისაც იყო მოულოდნელი, ჩემთვისაც იყო მძიმე," - აცხადებს ეკა კუპატაძე.