18 ივნისი 2026,   21:10
ვრცლად
ნიუ-იორკში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სიცივისგან 20 ადამიანი დაიღუპა - სტიქიის გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობის "ლურჯი კოდი" ამოქმედდა

გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები, დაწესდა ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა, შეჩერებულია სატრანსპორტო მოძრაობა - ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობის ე.წ. ლურჯი კოდი ამოქმედდა. მეგაპოლისის ქუჩებში ახლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მანქანებია მობილიზებული. სოციალური მუშაკები ყინვაში დარჩენილ მოქალაქეებს ეძებენ და თავშესაფარში გადასვლას სთავაზობენ.

ნიუ-იორკი ქარიშხალ "ჰერნანდოს" ებრძვის. ჰიდრომეტეოროლოგები თოვლის საფარის 70 სანტიმეტრამდე გაზრდას პროგნოზირებენ. ექსტრემალური კლიმატური პირობების გამო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქალაქში სიცივისგან უკვე 20 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლის გასწვრივ ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დელავერის, მასაჩუსეტსის, ნიუ-ჯერსის, პენსილვანიისა და როდ-აილენდის შტატებშიც. მოსახლეობას ძლიერი თოვლის, ქარისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ აფრთხილებენ.

დიდთოვლობის ფონზე, აშშ-ის 60 მილიონზე მეტი მცხოვრები საგანგებო მდგომარეობის ზონაში აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის, შტატების ქალაქებში და დასახლებებში ელექტროენერგიის გარეშე 250 000-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები