18 ივნისი 2026,   21:05
ვრცლად
"აშკარაა, რომ არსებობს ქსელები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებენ - განვიხილავთ, კიდევ რა დამატებითი ზომების მიღება შეგვიძლია ამ მიმართულებით" - კაია კალასი

ბრიუსელში, ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ მიმართული ინსტრუმენტების ამოქმედებას განიხილავენ. საკითხზე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა.

"ეს საკითხი ევროპისთვისაც სულ უფრო აქტუალური ხდება. აშკარაა, რომ არსებობს ქსელები, რომლებიც, მიზანმიმართულად, ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს არის კოგნიტური ომი - ბრძოლა ნარატივებისთვის, ადამიანების გულებისა და გონების მოსაგებად. შესაბამისად, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა დამატებითი ზომების მიღება შეგვიძლია ამ მიმართულებით", - აცხადებს კაია კალასი. 

 

დღის ამბები