18 ივნისი 2026,   21:11
ვრცლად
თეირანი მზადაა, ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, დათმობებზე წავიდეს, თუ აშშ მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - Reuters

ირანმა მიანიშნა, რომ მზადაა, აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს დათმობებზე წავიდეს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სანქციების შემსუბუქებისა და ურანის გამდიდრების უფლების აღიარების სანაცვლოდ, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის თავდასხმა, - იუწყება Reuters-ი.

"მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ, ორივე მხარის პოზიციები მკვეთრად განსხვავებული, თუნდაც აშშ-ის დამანგრეველი სანქციების შემსუბუქების მასშტაბისა და თანმიმდევრობის საკითხთან დაკავშირებით", - განუცხადა Reuters-ს ირანის მაღალჩინოსანმა.

თუმცა, Reuters-ი პირველად იუწყება, რომ ირანი, გასულ კვირას ჩატარებული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ახალ დათმობებს სთავაზობს აშშ-ს, იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარის პოზიცია განსხვავებული იყო და სიტუაცია სამხედრო კონფლიქტისკენ მიემართებოდა.

ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი მიუთითებს თეირანის მცდელობაზე, შეინარჩუნოს დიპლომატიური ურთიერთობები და თავიდან აიცილოს აშშ-ის მასშტაბური სამხედრო დარტყმა.

დღის ამბები