ვის სჭირდება რეალურად სახელმწიფოსგან შემწეობა? - ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.
ზუსტი, განახლებული და გამჭვირვალე მონაცემები სისტემაში უახლოეს მომავალში აიტვირთება, მანამდე კი ირკვევა, რომ უკვე რეგისტრირებული 400 000-მდე ოჯახიდან, ბევრს მაღალ შემოსავალთან ერთად, ძვირადღირებული ავტომანქანები ჰყავს.
ხელისუფლება კი ამბობს, რომ სამართლიანობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მალე რეალური სურათიც გახდება ცნობილი. დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ის ოჯახები, ვისაც ამის საჭიროება აქვს.
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება და სოციალურად დაუცველთა ბაზის განახლების საკითხი იქნება, "რუსთავი 2-ზე" დებატების მთავარი თემაც.
ჯანდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ოპოზიცია და ექსპერტები - ერთმანეთის პირისპირ ხვალ, 22:00 საათზე დასხდებიან.