"ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ "აპოლო" არის ძალიან გაზრდილი - სულ სხვა გუნდია. შედარებაც არ არის იმასთან, რაც რამდენიმე თვის წინ ვიყავით," - ამის შესახებ "აპოლოს" დირექტორმა, მამუკა მურჯიკნელმა განაცხადა.
"ბიჭებმა მართლა ფანტასტიკურად ითამაშეს და არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენეს. კიდევ ერთი თამაში გვაქვს - დარწმუნებულები ვართ, რომ იმასაც მოვიგებთ აუცილებლად. მართლა მაგარი შედეგია, რომ სამივე თამაში გიგანტებთან ვითამაშეთ ისე, რომ ერთი წამით არ დათმეს ბიჭებმა არაფერი და პირიქით - ბოლომდე იბრძოდნენ," - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.
შეგახსენებთ, რომ წყალბურთში ევროპის საკლუბო ტურნირის, კონფერენს თასის გათამაშებაში "აპოლომ" მესამე მატჩი იტალიურ "დე აკერს"-თან გამართა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი