პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი "ღამის კურიერის" ეთერში კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ მომზადებული ცვლილებს განმარტავს. მაჭავარიანი ხსნის, რა შემთხვევაში შეეხება კანონპროექტი ადამიანს.
"გერმანიაში ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს, რომელიც რას აკეთებდა - მათ შექმნეს ალტერნატიული სტრუქტურები, დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, დაახლოებით 20 000 წევრი გაერთიანდა, დანიშნეს საკუთარი მეფე თუ რაღაც მსგავსი თანამდებობა მიანიჭეს ერთ-ერთ ადამიანს და აცხადებდნენ, რომ მთავრობა არის არალეგიტიმური. ეს ხომ ყოვლად მიუღებელია?! ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაცამ შეიძლება არჩევნებს არალეგიტიმური უწოდოს.
[პირობითად, არჩევნებმა არ ჩაიარა სამართლიანად] ეს თქვენ შეგიძლიათ, დაწეროთ კიდეც, შეგიძლიათ აქციაზეც გახვიდეთ და გვიყვიროთ კიდეც, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ თუ თქვენ რეალურს საფრთხეს წარმოადგენთ, დაამობილიზებთ ჯგუფს და თუ კანონში ჩავიხედავთ, სიტყვა-სიტყვით არის გაწერილი ყველაფერი და რაც იქ გაწერილია, ის ერთობლიობაში უნდა ხდებოდეს და არა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა მოუწოდებდეთ თქვენ ჯგუფს, ვინც შემოიკრიბეთ დაუმორჩილებლობისკენ, მოუწოდებდეთ ამ ჯგუფს, რომ არალეგიტიმურია სახელმწიფო ინსტიტუტები. თქვენ უკან რეალური რესურსი უნდა იყოს და რეალურ საფრთხეს უნდა წარმოადგენდეთ. ანუ, ერთი ადამიანი რომ დგახართ და რაღაც ლოზუნგებს გვესვრით, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის, [პრობლემა ხდება მაშინ] თქვენ თუ ამას ორგანიზებულად, სისტემურად აკეთებთ და რესურსი თუ დგას," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.